აქცია საოკუპაციო ზოლთან

ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობას აპროტესტებენ სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსთა ნაწილი სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, იმ ადგილზე, საიდანაც ზაზა გახელაძე ოკუპანტებმა გასული წლის ივლისში გაიტაცეს. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას გააქტიურებისკენ და ყველა საჭირო ბერკეტის გამოყენებისკენ მოუწოდებენ, რომ საქართველოს მოქალაქე, რომელსაც 12 წლითა და ექვსი თვით პატიმრობა აქვს მისჯილი, ტყვეობიდან გათავისუფლდეს.

აქციას შეუერთდა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილიც. სხვილოს ციხესთან არ მისულან თავად ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები.

საოკუპაციო ზოლის მოსაზღვრე სოფელ ქვემო ჭალიდან ნინო ფისაძეა პირდაპირ ეთერში.