აქცია საკრებულოსთან

„ბავშვთა სამყაროს“ ხანძრით დაზარალებულებმა, ერთჯერადი დახმარებების მიღების მოთხოვნით თბილისის საკრებულოსთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი თითქმის ოთხი წელია კუთვნილ კომპენსაციას ითხოვენ. მათივე თქმით, ხანძრის შემდეგ საკრებულოს დაზარალებულთა სია არასწორად გადაეცა, რის გამოც მოვაჭრეების ნაწილს 3000 ლარიანი კომპენსაცია დღემდე არ მიუღია. აქციის მონაწილეების თქმით, საქმეზე სასამართლო დავა მიმდინარეობს, თუმცა ისინი საკრებულოსგან დახმარების გაცემას უზენაესი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე ითხოვენ. აქციის მონაწილეებმა საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე განცხადებაც შეიტანეს.