აქცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან

„დავით გარეჯის დაცვის კომიტეტმა“ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გარეჯის საკითხზე რეაგირების მოთხოვნით აქცია-პერფორმანსი გამართა.

კომიტეტის თავჯდომარის თქმით, სასულიერო თუ სამოქალაქო პირებს დავით გარეჯის ტერიტორიაზე გადასვლის საშუალება დიდი ხანია არ აქვთ. აქციის მონაწილეებმა სამინისტროში წერილი შეიტანეს, რომელშიც ისინი უწყებისგან საქმეში საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობას ითხოვენ. წერილთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო სამინისტროს განცხადება არ გაუკეთებია.