აქცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან

პრემიერ-მინისტრის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე შეხვედრის პარალელურად, აქცია გაიმართა უწყების გარეთ. შეკრებილების თქმით, გმობენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის დღის წესრიგიდან მოხსნის თაობაზე. ადგილზე იმყოფებოდნენ ყოფილი ელჩებიც. მოგვიანებით მათ გადაინაცვლეს მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც მშობლების აქციას შეუერთდნენ.