აქცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან   

მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლებმა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქცია გამართეს. მათი თქმით, საქართველოს მთავრობა დადუმებულია და არ დგამს ქმედით ნაბიჯებს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად. აქციას ოპოზიციის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ, რომლებიც მომიტოინგეების მოსაზრებებს იზიარებენ. აქციაზე მცირე ინციდენტი მოხდა. პოლიციელმა ერთ-ერთი მონაწილის დაკავება სცადა, თუმცა აქციის მონაწილეებმა მას ამის საშუალება არ მისცეს.