აქცია რუსთავის ციხესთან

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა ექსპრეზიდენტს სოლიდარობა გამოუცხადეს. შეკრებილებს საკნიდან მიესალმა თავად სააკაშვილიც. შეგახსენებთ, რომ მის მოსანახულებლად პენიტენციურ დაწესებულებაში დილიდან ადვოკატები იმყოფებოდნენ. მათი თქმით, პენიტენციური დაწესებულების ჰოსპიტალში გადაყვანა გაუმართლებელია და თავდაპირველად იყო დაპირება, რომ მას კონტრაქტორ კლინიკა „ვივამედში“ უმკურნალებდნენ.

დატოვე კომენტარი