მოძრაობა „სამოქალაქო საზოგადოება მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის“ ორგანიზებით, რუსთავის ციხესთან აქცია გაიმართა. პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც ყოფილი პრეზიდენტი სასჯელს იხდის, მხარდამჭერები, „ნაციონალური მოძრაობის წევრები“ და მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია შეიკრიბნენ. ისინი ციხესთან ვარდებით მივიდნენ და ამ ფორმით სააკაშვილს დაბადების დღე მიულოცეს. მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა განცხადებებიც გააკეთეს და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ერთობლივი სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელება დააანონსეს. გაჟღერდა მთავარი მოთხოვნა – გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები.