აქცია რუსთაველზე - შინაგან საქმეთა სამინისტროს გაფრთხილება

უკვე 325-ე დღეა პროტესტი გრძელდება პარლამენტის შენობასთან. ღამით აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი ორჯერ გადაკეტეს. მალევე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათთვის გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა და დემონსტრანტებს მოუწოდა, რომ გაეთავისუფლებინათ გზის სავალი ნაწილი, რადგან აქციის მონაწილეთა რაოდენობა იყო მცირე და მათ გზა ხელოვნურად ჰქონდათ გადაკეტილი. უწყებამ მათ ამისთვის 15-წუთიანი ვადა მისცა. ამ განცხადების შემდეგ აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე გზის სავალი ნაწილი გაათავისუფლეს, თუმცა, მოგვიანებით გზა ისევ გადაკეტეს. მალევე გამზირზე სამართალდამცველები გამოჩნდნენ. აქტივისტების ცნობით, პოლიცია აქციის მონაწილეებს აჩერებდა და აჯარიმებდა.