აქცია რუსთაველზე და დაპირისპირება ოპოზიციაში  

რუსთაველზე გუშინ გამართულ აქციას და აქციაზე სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას ოპოზიციის წევრების კრიტიკული გამოხმაურებები მოჰყვა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე აცხადებს, რომ ახალი არაფერი გაუგიათ. სოციალურ ქსელში წერს პეტრე ცისკარიშვილიც, სადაც ვკითხულობთ „არც არჩევნებია გამოსავალი და არც ბოიკოტი. მეხუთე პრეზიდენტია, თუ სათითურებიანი შულერი? ცისკარიშვილი გამოეხმაურა გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სალომე ზურაბიშვილის განცხადების იმ ნაწილს, სადაც ზურაბიშვილმა თქვა, რომ პასუხი ყველაფერზე არის ერთიანობა და გამარჯვება ამ რეჟიმზე არ მოვა არც არჩევნებში მონაწილეობით, არც ბოიკოტით, არც შიმშილობით, არც არაფერი სხვა ხერხით, ერთადერთი ბრძოლა არის ერთობის ბრძოლა“.

„გირჩის“ წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილი ამ გამოსვლებთან დაკავშირებით ინტერესდება, თუ როდის მიხვდება, 4-ის, 5-ის, 9-ისა და 25-ის ამომრჩეველი, რომ ბრძოლის ნაცვლად, იაფფასიან სპექტაკლში იღებს მონაწილეობას?“. რაქვიაშვილმა აღნიშნული პოსტი დაწერა მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს მიმართა.