აქცია რუსთაველზე

21:03, 21.12.2024

პროტესტის 24-ე დღე, მსვლელობები დედაქალაქში და საბოლოო დანიშნულების ადგილი რუსთაველის გამზირი. პროტესტის მონაწილეები დღის განმავლობაში სხვადასხვა ადგილზე შეიკრიბნენ და რუსთაველის გამზირზე მსვლელობით მივიდნენ. ამ წუთებში კი საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობასთან მიმდინარეობს, სადაც სხვადასხვა სფეროსა და რეგიონების წარმომადგენლები იმყოფებიან. მოთხოვნა უცვლელია – დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციის მიმდინარეობისას დაკავებული მოქალაქეები.

კესო ქაფიანიძე გვიერთდება რუსთაველის გამზირიდან – რა ვითარებაა პარლამენტის შენობასთან.

 

 

მსგავსი