აქცია რუსთაველზე

აქცია სახელწოდებით „შინ ევროპისკენ“ რუსთაველის მოედანზე დღესაც გაიმართება. სწორედ დღეს უნდა წარმოადგინონ ორგანიზატორებმა სამოქმედო გეგმა და ხელისუფლებისადმი მოთხოვნები. აქციის ორგანიზატორების თქმით, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მასობრივი დაუმორჩილებლობა დაიწყება.

აქციას ოპოზიციაც უერთდება. ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ ხალხის მიზანია კიდევ ერთხელ აჩვენონ მთელ მსოფლიოს, რომ საქართველოს მოსახლეობა ევროპას ირჩევს. „ქართული ოცნების“ შეფასებით, დღეს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქციის მიზანი არა ევროკავშირის წევრობა, არამედ ძალადობით უპირატესობის მოპოვებაა. უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ აზრის გამოხატვის უფლება ქვეყანაში დაცულია, თუმცა, აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, კანონის ფარგლებში იმოქმედონ.