აქცია რუსთაველზე

12:23, 21.12.2025

პროტესტის 388-ე დღე. მომიტინგეები ამჯერად ფილარმონიის საკონცერტო დარბაზთან შეიკრიბნენ, საიდანაც რუსთაველზე მსვლელობით გადაინაცვლეს. ძირითადი მოთხოვნები უცვლელია – ჩატარდეს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებული პირები, თუმცა აღსანიშნავია, რომ გუშინდელ დემონსტრაციას კიდევ ერთი მოთხოვნა დაემატა – დაინიშნოს საერთაშორისო გამოძიება მომწამვლელი ნივთიერება „კამიტის“ შესაძლო გამოყენებაზე. აქციაზე მივიდა სალომე ზურაბიშვილიც, რომელსაც „გირჩის“ გაერთიანების იდეაზე ჰკითხეს, თუმცა ყოფილმა პრეზიდენტმა საუბარი არ ისურვა. მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია არც ზურა გირჩი ჯაფარიძეს.

მსგავსი