აქცია რუსთაველზე
რუსთაველის გამზირზე მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. პარლამენტის წინ მომიტინგეები უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ – ჩატარდეს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ დაკავებული პირები.
რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე შეუერთდა. მისი თქმით, რუსთაველის გამზირზე პროტესტი არ უნდა გაჩერდეს, რადგან ეს დღეს ერთადერთი ცოცხალი პოლიტიკური პროცესია.