აქცია რუსთაველზე
პროტესტის 380-ე დღე.
დემონსტრანტები ისევ რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობასთან საკუთარი მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერეს – ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და დაკავებულების გათავისუფლება. აქციის დაწყებამდე სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა სალომე ზურაბიშვილმა. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა მოქალაქეებს რუსთაველზე გასვლისა და პროტესტისკენ მოუწოდა.