„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, გედევან ფოფხაძის ინფორმაციით, პარლამენტის შენობასთან მოშიმშილე ერთ-ერთი პირი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა დანარჩენები პროტესტის უკიდურეს ფორმას კვლავ მიმართავენ. ცნობისთვის, გედევან ფოფხაძემ შიმშილობა 28 ოქტომბერს დაიწყო. ოპოზიციონერ ლიდერთან ერთად, შიმშილობა გამოაცხადა კიდევ რამდენიმე აქტივისტმა. მათი მოთხოვნაა, გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებული პირები და დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები.