აქცია რუსთაველზე

12:14, 29.11.2025

უწყვეტი პროტესტიდან ერთი წელი გავიდა. დაანონსებული მასშტაბური აქცია თსუ-ის პირველი კორპუსიდან და საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი შენობიდან დაიწყო, რვა საათისთვის კი აქციის მონაწილეები გაერთიანდნენ და რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობა გამართეს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტის შენობასთან საერთო განცხადება გაავრცელეს.

შეკრებილებს სიტყვით ასევე მიმართეს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმაც. ამასთან, აქციის დაწყებამდე განცხადება გაავრცელა ათობით ქართველმა დიპლომატმაც. მათი შეფასებით, მმართველი პარტია ქვეყნის პროგრესსა და განვითარებას აჩერებს.

შეგახსენებთ, რომ ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები 2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ დაიწყო, სადაც პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ საქართველოს მთავრობა ევროკავშირში გაწევრებისთვის საჭირო მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში 2028 წლამდე აღარ დააყენებდა.

მსგავსი