რუსთაველის გამზირი პროტესტის 339-ე დღესაც გადაიკეტა. გუშინ აქციის მონაწილეები კვლავ პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ და სამართალდამცველების მოწოდების მიუხედავად, საავტომობილო გზა რამდენიმე წუთით მაინც გადაკეტეს. მოთხოვნები უცვლელია – ახალი საპარლამენტო არჩევნები და დაკავებულების გათავისუფლება. სწორედ ამ მოთხოვნების შესრულების მიზნით, პროტესტის უკიდურეს ფორმას უკვე მე-6 დღეა მიმართავს ხუთი აქტივისტი, მათ შორის არის გედევან ფოფხაძეც. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.