აქცია რუსთაველზე

დაახლოებით ორ საათში რუსთაველის გამზირზე მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება. „საქართველო, დადექი!“ – ამ სლოგანით ორგანიზატორები მონაწილეებს პარლამენტის შენობასთან ელოდებიან. მათი განცხადებით, ხელისუფლების რეპრესიები უკვე ყველას ეხება, ამიტომ ახლა დუმილი მორჩილებაა. აქციას უერთდება და შეკრებილებს სიტყვით მიმართავს სალომე ზურაბიშვილი. განცხადებებს, სავარაუდოდ, გააკეთებენ სხვა პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტებიც.