აქცია რუსთაველზე

გვიან ღამით დასრულდა პროტესტის 86-ე დღე რუსთაველის გამზირზე. მომიტინგეები კვლავ პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ და საკუთარი პროტესტი ტრანსფარანტებითა და სასტვენებით გამოხატეს. გადაკეტილი იყო საავტომობილო გზა. მოთხოვნები უცვლელია –  ხელახალი არჩევნები და აქციების მიმდინარეობისას დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება.