აქცია რუსთაველზე

გვიან ღამით დასრულდა პროტესტის 58-ე დღე თბილისში. მომიტინგეები კვლავ რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ, სადაც საკუთარი პროტესტი კიდევ ერთხელ დააფიქსირეს. პარლამენტის შენობასთან შეკრებილებს მარშით შეუერთდნენ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები, მათ შორის მსვლელობები მოეწყო ისეთი დაკავებულების მხარდასაჭერადაც, როგორებიც არიან ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, ექიმი გიორგი ახობაძე და მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე. აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საკუთარი მოთხოვნები – დაკავებულების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნები.