აქცია რუსთაველზე

რუსთაველზე აქციის პარალელურად სამხედრო, პოლიტიკური და უსაფრთხოების ექსპერტების ერთი ნაწილი შეიკრიბა. მათ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, გამოწვევებსა და ომის შესაძლო საფრთხეებზე დისკუსია გამართეს. ჯგუფი „ფარის“ ექსპერტების განცხადებით, მეორე ფრონტის საქართველოში გახსნის საფრთხე „ქართული ოცნების“ პროპაგანდის ნაწილია და ის სიმართლეს არ შეესაბამება.