გვიან ღამემდე გაგრძელდა აქცია რუსთაველის გამზირზე. პროტესტის 41-ე დღეს პარლამენტთან შეკრებილებმა სიმბოლურად 41 მოლბერტი მიიტანეს და საკუთარი მოთხოვნები განათავსეს. დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე პოლიტიკოსებიც იმყოფებოდნენ.
მოთხოვნები უცვლელია – აქციის მონაწილეები მთავრობის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და ხელახალ არჩევნებსა და აქციების მიმდინარეობისას დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ.