აქცია რუსთაველზე

აქცია-მარათონი საკანონმდებლო ორგანოსთან. ჯანსაღი ცხოვრების წესის მოყვარული ადამიანები დღეს პარლამენტთან შეიკრიბნენ. ისინი ყოველ დღეს სხვადასხვა ადგილას დარბიან, თუმცა დღეს პარლამენტთან შეიკრიბნენ და ასე გამოხატავენ პროტესტს. მოთხოვნები უცვლელი რჩება – ჩატარდეს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებული ადამიანები. აქცია მარათონის მონაწილეები პარლამენტს რამდენიმე წრეს სირბილით დაარტყამენ.