აქცია რუსთაველის გამზირზე

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად აქცია იმართება რუსთაველის გამზირზე. თაკო ჩარკვიანის მიერ დაარსებული ორგანიზაციის, „სახალხო მოძრაობა თავისუფლებისთვის“, წარმომადგენლები და მათი თანამოაზრეები, პარლამენტის შენობასთან არიან შეკრებილები. აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ. გიორგი კობერიძე ბოლო ინფორმაციით მოამბის პირდაპირ ეთერს უერთდება.