აქცია რუსთაველის გამზირზე

21:22, 25.10.2025
რუსთაველის გამზირზე ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები პარლამენტის წინ დღესაც შეიკრიბნენ. ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეთა ერთი ჯგუფი გზის სავალ ნაწილზე გადავიდა და საავტომობილო მოძრაობა გადაკეტა. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.
აქციის მონაწილეთა თქმით, მათი მოთხოვნები უცვლელი რჩება, დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებული პირები. 

მსგავსი