დამოუკიდებლობის დღეს რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ აქციით ხვდებიან ოპოზიცია, მესამე სექტორი და პროტესტის სხვა მონაწილეები – პროცესების რადიკალიზაციისკენ ცალკეული პოლიტიკოსების მოწოდებების მიუხედავად შეიძლება ითქვას, რომ დამოუკიდებლობის დღემ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. ექსპრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგობის პლატფორმის ფარგლებში მთელი დღის განმავლობაში 26 მაისთან დაკავშირებული არაერთი შემეცნებით ღონისძიება გაიმართა. აქცია-მსვლელობები კი რამდენიმე ლოკაციიდან მოეწყო. რუსთაველის გამზირზე იმყოფებიან ევროდეპუტატებიც, რომლებიც საქართველოში სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვიდნენ – რამდენიმე წუთის წინ აქციის მონაწილეების სალომე ზურაბიშვილმა მიმართა.