აქცია რუსთველზე გრძელდება. საავტომობილო გზაზე მოძრობა უკვე აღდგენილია, მანამდე შეკრებილებმა გზა გადაკეტეს, რასაც სამართალდამცავებთან დაპირისპირება მოჰყვა. პოლიციამ რამდენიმე ადამიანი ტერიტორიიდან გაიყვანა, თუმცა, უცნობია, მოხდა თუ არა მათი დაკავება. რუსთაველის გამზირზე სოლიდარობის აქცია დაახლოებით 12:00 საათზე დაიწყო. შეკრებილებმა გუშინ აქციაზე ორი პირის დაკავება გააპროტესტეს.