83 დღეა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები იმართება.
შეკრებილები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და ხელახალი არჩევნების ჩატარებასთან ერთად, აქციებზე დაკავებულების დაუყონებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ. ცოტა ხნის წინ გამზირზე გადაიკეტა საავტომობილო გზაც. „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით შეკრებილებს აქციაზე შავი ბუშტები აქვთ მიტანილი. როგორც მოქალაქეები აცხადებენ, პროტესტი უნდა გაგრძელდეს, ასევე მნიშვნელოვანია „პარტნიორების მხრიდან მუდმივი წნეხი“.