აქცია რუსთაველის გამზირზე

შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, პროპორციული წესით – უცვლელი მოთხოვნებით, აქცია რუსთაველის გამზირზე დაახლოებით ერთ საათში უნდა დაიწყოს. რას აპირებენ დემონსტრაციის მონაწილეები – ამასთან დაკავშირებით, დღეს განცხადებები აღარ გაკეთებულა. სამოქმედო გეგმის შესახებ, სავარაუდოდ, სწორედ პარლამენტის შენობის წინ, აქციის დაწყების შემდეგ გახდება ცნობილი.

ვაკო ორმოცაძე იმყოფება საკანონმდებლო ორგანოსთან – დაიწყეს თუ არა უკვე შეკრება აქციის მონაწილეებმა.