რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა.
78-ე დღეა, მოქალაქეები 28 ნოემბერს პრემიერის მხრიდან გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ და ახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ. ძალაში რჩება აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებაც. პარლამენტთან შეკრებილები ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკების დაწყების საკითხის 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას კონსტიტუციით გამყარებული ვალდებულების დარღვევად და ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებად მიიჩნევენ.