აქცია რუსთაველის გამზირზე 

პროტესტის 49-ე დღე – თბილისში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება.

მოქალაქეები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და ხელახალი არჩევნების ჩატარებასთან ერთად, აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ. რუსთაველის გამზირზე შეზღუდულია საავტომობილო მოძრაობა. შეკრებილები პროტესტს ხმაურით გამოხატავენ. აქციას პერიოდულად მარშებით უერთდებიან სხვადასხვა სფეროსა და პროფესიის წარმადგენლები.