აქცია რუსთაველის გამზირზე

12:24, 06.01.2025

გვიან ღამით დასრულდა საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე. პროტესტის 39-ე დღეს აქციის მონაწილეებმა სამედიცინო ნიღბებით აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს. პროტესტი მშვიდ ვითარებაში წარიმართა. აქციის მონაწილეების მოთხოვნები კვლავ უცვლელია. ისინი უკვე თვეზე მეტია, ხელისუფლების 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და ხელახალ არჩევნებსა და აქციების მიმდინარეობისას დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ.

მსგავსი