აქცია რუსთაველის გამზირზე

მოქალაქეები, რომლებიც 33 დღეა დედაქალაქის მთავარ გამზირზე საპროტესტო გამოსვლებს მართავენ ახალ წელსაც პარლამენტის შენობის წინ ხვდებიან. ისინი „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას ამ   ფორმით აპროტესტებენ და ხელახალი არჩევნების ჩატარებასთან ერთად დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეებმა 31 დეკემბრის პროტესტი სოციალურ ქსელში დაგეგმეს.