ამ წუთებში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს რუსთაველის გამზირზე, სადაც ცოტა ხნის წინ მსვლელობის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მცირე ინციდენტი და დაპირისპირება მოხდა. ამ დროისთვის ინციდენტი ამოწურულია და მსვლელობა გრძელდება. მანამდე კი აქცია გაიმართა პარლამენტთან, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები შეზღუდვების მხოლოდ ნაწილობრივ შემსუბუქებას აპროტესტებენ და რეგულაციების სრულ მოხსნას ითხოვენ. მთავარი მოთხოვნა, 21:00 საათის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვის გაუქმებაა.
როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, რეგულაციები ბიზნესს ანადგურებს და საჭიროა მისი დროულად გაუქმება.