საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ქუთაისში.
მერიის შენობის წინ აქტივისტები, სტუდენტები და მოქალაქეები არიან შეკრებილი, რომლებიც ქვეყნისთვის ევროპული მომავლის წართმევას აპროტესტებენ. აქცია 19:00 საათამდე გაგრძელდება და ამის შემდეგ ქუთაისის ქუჩებში მსვლელობით გაგრძელდება. დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციის პარალელურად აქცია გაიმართა გორშიც. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრები და მოქალაქეები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ. სიმბოლურად საქართველოს და ევროკავშირის დროშები გაშალეს და ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გაჩერების გამო, ხელისუფლების გადაწყვეტილება გააკრიტიკეს და ქვეყანაში ხელახალი არჩევნების ჩატარება კიდევ ერთხელ მოითხოვეს. საპროტესტო აქცია ამ დრომდე გრძელდება ზუგდიდში. აქცია დაიწყო სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან. აქციის მონაწილეებმა მსვლელობით მოიარეს ზუგდიდის ცენტრალური ქუჩები. მათ რამდენიმე ადგილას გადაკეტეს საავტომობილო გზაც. საპროტესტო აქცია ზუგდიდში მეორე დღეა გრძელდება. აქციის მონაწილეები საქართველოს მთავრობის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ. მოქალაქეები საპროტესტო აქციებს მართავენ ასევე აჭარასა და კახეთის რეგიონშიც.