ქუთაისის მე-7 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის დასრულებას ითხოვენ. აღნიშნულთან დაკავშირებით მოსწავლეების მშობლების აქცია გაიმართა. მათ თქმით ჯერ კიდევ 2024 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო პროცესი, თუმცა ამ დრომდე შენობას სახურავი გადახდილი აქვს. მე-7 სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილები 23-ე სკოლაში დღის მეორე ნახევარში უტარდებათ, რაც მშობლების თქმით, სხვადსხვა პრობლემას ქმნის. „მოამბემ“ სარეაბილიტაციო სამუშაოების მწარმოებელ კომპანია „ბრიტანია კონსთრაქშენთან“ დაკავშირება სცადა, თუმცა მითითებულ ნომერზე არ გვიპასუხეს.