აქცია ქუთაისში

ევროინტეგრაციის მომხრეებმა ქალაქის მერიის წინ ერთგვარი საინფორმაციო დერეფანი მოაწყვეს. ისინი საჯარო მოხელეებს აწვდიან ინფორმაციას, თუ რა ელოდებათ მათ ოლიგარქიული რეჟიმის პირობებში. აქციის მონაწილეების განცხადებით, საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილება მათ სამსახურიდან გაფრთხილების გარეშე გაშვებას ითვალისწინებს. ამიტომ სთავაზობენ საჯარო მოხელეებს დროულად გადავიდნენ ქართველი ხალხის და ცივილური სამყაროს მხარეს.