აქცია გაიმართა ქუთაისში. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა კიდევ ერთხელ გააპროტესტა ხელისუფლების პოლიტიკა და აქციების დაწყებიდან დღემდე დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვა. აქციის მონაწილეთა მთავარ მოთხოვნად რჩება ხელახალი არჩევნების ჩატარება.