ხმაური იყო ცოტა ხნის წინ ქუთაისში, სადაც დედებისა და შვილების აქციის მონაწილეებმა რამდენიმე წუთით გზა გადაკეტეს. პოლიციამ საავტომობილო მონაკვეთი უკვე გახსნა. პროტესტის მონაწილეები შეკრებილი არიან თეატრის შენობის წინ. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი თავიანთი შვილებისთვის ევროპული მომავლის წართმევას აპროტესტებენ. მათი თქმით, ქვეყანაში ახლა დუმილის დრო არაა.