აქცია ქუთაისში

ქუთაისში, იმერეთის გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

სოფელ ჭოგნარის მცხოვრები მოქალაქეები ცენტრალურ ხელისუფლებას და გუბერნიას სოფელ გოდოგანში ნაგავსაყრელის მშენებლობის გადაწყვეტილების შეცვლას სთხოვენ. ისინი გარემოს დაბინძურების საფრთხეზე საუბრობენ და ეკოლოგიურ კატასტროფას აანონსებენ.

აქციას პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე, გოგი წულაია შეუერთდა.