აქცია ქუთაისში

ქუთაისში დევნილების აქცია გაიმართა. გუგუნავას 12 ნომერში მცხოვრები დევნილების თქმით, შენობაში, სადაც ისინი ცხოვრობენ, მერია უსახლკაროთა თავშესაფრის გაკეთებას გეგმავს. აქციის მონაწილეების ინფორმაცით, შენობაში დევნილთა ხუთი ოჯახი ცხოვრობს, რომლებსაც ადგილობრივი თვითმმართველობა საცხოვრებლით ექვსი თვით უზრუნველყოფს, შენობის დაცლის ვადა მათ 23 მაისამდე მისცეს.

მერიაში კი აცხადებენ, რომ აღნიშნული კორპუსის რეაბილიტაციამდე, მერია ოჯახებს საიჯარო ქირებით დაკმაყოფილებას სთავაზობს. მათივე თქმით, თუ ამ პერიოდში დევნილთა სააგენტო მათ ვერ უზრუნველყოფს ბინებით, რეაბილიტაციის შემდეგ, ისინი კვლავ დაბრუნდებიან იმ საცხოვრებელ ფართებში, რომელშიც ახლა ცხოვრობენ.