აქცია ქუთაისში 

ქუთაისში, ქალაქის მერიასთან ადვოკატებისა და პატიმართა ოჯახების წევრების საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ამნისტიის კანონპროექტში ხარვეზებია, რასაც აპროტესტებენ და ხელისუფლებას მიმართავენ. მათი თქმით, ამნისტია ყველა კატეგორიის პატიმარს უნდა შეეხოს. აქციის მონაწილეები იმასაც აცხადებენ, რომ ქუთაისის №2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 10 პატიმარი შიმშილობს. მათი მოთხოვნა ამნისტიის აქტის თანაბრად განხორციელებაა.