აქცია ქობულეთში

18:19, 15.09.2020

ქობულეთში საოჯახო სასტუმროების მეპატრონეები საბანკო საკრედიტო ვალდებულებების ერთი წლით გადავადებასა და სახელმწიფოსგან პროცენტის სრულ სუბსიდირებას ითხოვენ. ამ მოთხოვნებით მათ ქობულეთში საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს და „ქართული ოცნების“ ოფისთან აღმაშენებლის ქუჩაც გადაკეტეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პანდემიის გამო სეზონი ჩავარდა და საბანკო დავალიანების გადახდას ვერ ახერხებენ. საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებს გუშინ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, დღეს კი ქობულეთის მერი შეხვდა, თუმცა შეღავათებთან დაკავშირებით მათი შეთავაზებები აქციის მონაწილეებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებმა მორიგი საპროტესტო აქცია 18 სექტემბრისთვის დააანონსეს.

მსგავსი