აქცია ქობულეთის ბაზარში

დაპირისპირება ქობულეთის აგრარული ბაზრის შესასვლელში.

კამათი „ლელო საქართველოს“ აქტივისტებსა და ბაზრის ადმინისტრაციის თანამშრომლებს შირის მოხდა. „ლელოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, მათ სააგიტაციო მასალის დარიგების შესაძლებლობა არ მისცეს. ისინი ტერიტორიაზე გუშინ მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტის გასაპროტესტებლად მივიდნენ. ამ დროისთვის ადგილზე სიმშვიდეა.