აქცია „ქართული ოცნების“ ოფისთან

„ქართული ოცნების“ ოფისთან მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტები შეიკრიბნენ.

მათ ადგილზე ყვავილების გვირგვინი მიიტანეს წარწერით „გაუქმებულია, გაუქმებულია“. აქციის მონაწილეთა თქმით, ამ ფორმით ისინი „ფეისბუქის“ მიერ ყალბი ანგარიშების აღმოჩენასა და წაშლას ეხმაურებიან. ისინი მიიჩნევენ, რომ ასობით ყალბი „ფეისბუქ“-გვერდის უკან „ქართული ოცნება“ იდგა.