აქცია „ქართული ოცნების“ ოფისთან 

უმრავლესობის სხდომის პარალელურად, პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან, მოძრაობა „შეცვალეს“ აქცია მიმდინარეობდა.

აქტივისტების მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა სხდომის დამთავრების შემდეგ კახა კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც 2020 წლის არჩევნები კვლავ შერეული სისტემით ჩატარდება. მათ მმართველი პარტიის პოზიცია საყვირებითა და სხვადასხვა შინაარსის შეძახილით გააპროტესტეს. როგორც დემონსტრანტებმა მედიასთან განაცხადეს, ისინი დანებებას არ აპირებენ და საპროტეტსო აქციებს გააგრძელებენ.