აქცია „ქართული ოცნების“ოფისთან

მოძრაობა „შემახე ამნისტიას“ წევრებმა და პატიმრების დედებმა, „ქართულ ოცნების“ ოფისთან აქცია გამართეს. ისინი მმართველი პარტიისგან ფართომასშტაბიან ამნისტიის გამოცხადებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, პარლამენტში კანონპროექტი უკვე შეტანილია. აქციის მსვლელობის დროს, ერთ-ერთი მოშიმშილე ცუდად გახდა და სასწრაფო დახმარება დასჭირდა. მოძრაობის    წევრები უკვე 10 დღეა პარლამენტის შენობის წინ შიმშილობენ.

დატოვე კომენტარი