აქცია პროკურატურასთან

შპს „ჯაბა კრედიტის“ მეანაბრეები პროკურატურას მიმართავენ.

ისინი თანხის დაბრუნებას ითხოვენ. საგამოძიებო უწყებასთან შეკრებილების განმარტებით,  ბოლო თვეების განმავლობაში მათ ვერც სარგებელი აიღეს და ვერც შეტანილ თანხას იბრუნებენ. მეანაბრეებმა კომპანიას პრობლემის გადასჭრელად დრო შესთავაზეს, თუმცა პასუხი ვერ მიიღეს.  მფლობელთან დაკავშირებას კი ბოლო 3 თვის განვალობაში ვერ ახერხებენ.

ადვოკატის განმარტებით, შპს „ჯაბა კრედიტთან“ ერთად თაღლითურ სქემაში ფიგურირებენ შპს. „გრანდ ფინანსი,“ „ბუა კრედიტი“ და „კრედიტ გრუპი,“ რომლებიც „ჯაბა კრედიტის“ სერვის ცენტრებში ოპერირებდნენ. მისივე თქმით, მეანაბრეების ჯამური თანხა 17 მილიონ ლარამდეა. „მოამბემ“ სცადა თავად „ჯაბა კრედიტის“ მფოლებელბთან დაკავშირება, თუმცა ყველა არსებული ნომერი ამ დრომდე გამორთულია.