აქცია პროკურატურასთან

15:28, 22.09.2026

20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის საავადმყოფოში გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, ოჯახი საქმეში პასუხისმგებელი ექიმების დასჯას ისევ მოითხოვს. ფეხბურთელის მამამ კოლეგებთან ერთად დღეს გენერალურ პროკურატურასთან აქცია გამართა. გაიოზ ჩარკვიანის განცხადებით, საქმეში უამრავი მტკიცებულება არსებობს, მათ შორის, სამედიცინო პროტოკოლის ვიდეოჩანაწერების შესახებ, თუმცა, პროკურატურას ამ დრომდე რეაგირება არ ჰქონია. ჩარკვიანმა მთავარ პროკურორს, გიორგი გვარაკიძეს შეხვედრისკენ მოუწოდა და უწყვეტი პროტესტი დაიწყო. შეგახსენებთ, ვახტანგ ჩარკვიანი „კოვიდ 19“-ზე მკურნალობას რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადიოდა და 2021 წლის 10 სექტემბერს გარდაიცვალა. გამოძიება იმავე წლის 15 ოქტომბერს დაზარალებული ოჯახის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. საქმეზე ორ პირთან მიმართებაში გამამტყუნებელი განაჩენი უკვე გამოტანილია. კიდევ ერთი პირის მიმართ საქმის არსებითი განხილვა კვლავ გრძელდება.

მსგავსი