აქცია პროკურატურასთან
მოკლული პედაგოგის, გიგა ავალიანის დედა და ოჯახის წევრები შიმშილობის დაწყებას აანონსებენ თუ 17 იანვრამდე გენერალური პროკურორი პოსტიდან არ გადადგება. ისინი დღეს უწყებასთან შეიკრიბნენ. უფლებადამცველის ზაზა ხატიაშვილის განცხადებით ამ გადაწყვეტილების მიღებამდე მათ 27 დეკემბერს პროკურორის მიხეილ კუპრაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება მოითხოვეს, თუმცა, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე პროცესში კვლავ აღნიშნული პირი მონაწილეობდა. სხდომები დახურულია. გარდა ამისა გიგა ავალიანის ოჯახის წევრები პროკურატურის მხრიდან საქმის მასალების გადაცემას, დაკავებულების წინააღმდეგ ბრალის გადაკვალიფიცირებას ითხოვენ და ამბობენ, რომ დანაშაული დაკავებულებმა ჯგუფურად, წინასწარი განზრახვით ჩაიდინეს. ოჯახს კითხვები აქვს იმ სამედიცინო იმ სამედიცინო დაწესებულებასთანაც, სადაც გიგა ავალიანი 24 დღის განმავლობაში მკურნალობდა.